LIVE

აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 145%-ით გაიზარდა

17 მაი 202112:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 779
აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 145%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4%-ით (115 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93% მოდიოდა.

ამასთან, 2021 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.8 მლნ აშშ დოლარი (88.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აპრილის (10 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 157.6%-ით მეტია.