LIVE

ლარი გამყარდა - 1 დოლარი 3.22 ლარი ღირს

02 ივნ 202117:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 805
ლარი გამყარდა - 1 დოლარი 3.22 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.2228 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2547 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.19 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9238 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9792 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.54 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.