LIVE
ვიდეო
30 იან, 2024 17:30
საქართველოში 2023 წელს ყველაზე მეტი, 1.2 მილიონი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატი
397

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს ყველაზე მეტი, 1.2 მილიონი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ია. მეორე ადგილზე იყო თურქეთი (21.4%), ხოლო მესამეზე - სომხეთი (13.5%). შესაბამისად, ქვეყანაში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთისა (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეებმა განახორციელეს. 

რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს, საქსტატის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა. 2022 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 30.3%-ით გაიზარდა.

შარშან წლიურად 0.9%-ით მოიმატა საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ და 5.1 მილიონს მიაღწია. 

საქსტატის მიხედვით, 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განახორციელეს, რაც 27.8%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2023 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა სულ 12.9 მილიარდი ლარი დახარჯეს. წლიური ზრდა 20.5%-ია. ვიზიტზე საშუალო ხარჯი, 2022 წელთან შედარებით, 8.1%-ით შემცირდა და 2 097.4 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წელს საქართველოში არარეზიდენტმა ვიზიტორებმა ყველაზე მეტი თანხა განთავსებისაში დახარჯეს.

2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი (52.3%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.

ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა (3 მილიონი ვიზიტი) და აჭარაში (2.7 მილიონი ვიზიტი) შედგა. 

საქსტატის თანახმად, 2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 5.4 ღამე იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 13.6%-ით ნაკლებია. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ