
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ალექსანდრე კუბრაკოვის თქმით, დღეს დილით უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ოთხი გემისგან შემდგარი ფლოტილა გავიდა. უკრაინამ და რუსეთმა უსაფრთხო ტრანზიტის შეთანხმებას 22 ივლისს მიაღწიეს.
ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი Mustafa Necati-ის და Star Helena-ს, Glory-ის და Riva Wind-ის ბორტზე, რომლებიც მარშალის კუნძულების დროშით დაცურავენ, თითქმის 170,000 ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია. თუმცა, ტვირთების ზუსტი შემადგენლობა და მათი დანიშნულების წერტილები ჯერჯერობით გაურკვეველია.
შაბათს გვიან, სატვირთო გემი Fulmar S-ი ჩორნომორსკში ჩავიდა, რომელიც თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი შემავალი გემი იყო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია