LIVE

ერდოღანი - თურქული ბანკები გადახდის რუსულ სისტემას ნერგავენ

06 აგვ 202219:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 856
ერდოღანი - თურქული ბანკები გადახდის რუსულ სისტემას ნერგავენ
Vyacheslav Prokofev/AFP/Getty Images

ხუთი თურქული ბანკი რუსეთის გადახდის სისტემა Mir-ზე გადავიდა. განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა.

“ეს არის შვება როგორც რუსი ტურისტებისთვის, ასევე თურქეთისთვის”,- განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რუბლით გადახდა იქნება როგორც რუსეთის, ასევე თურქეთის ფინანსური მხარდაჭერის წყარო. პუტინი და ერდოღანი გაზის საფასურის ნაწილობრივ რუბლში გადახდაზეც შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს შორის. 

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა გააკრიტიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, მან თავი შეიკავა აშშ-ისა და ევროპის სანქციებზე შეერთებისგან. ის ასევე აგრძელებს ენერგოპროდუქტების იმპორტს რუსეთიდან, საიდანაც გასულ წელს ნედლი ნავთობის იმპორტის მეოთხედი და ბუნებრივი აირის დაახლოებით 45% უზრუნველყო.

რუსეთმა ასევე მიაწოდა თურქეთს საჭირო სავალუტო ლიკვიდობა, მილიარდობით დოლარის გადარიცხვით თურქულ შვილობილი კომპანია Rosatom-ისთვის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასასრულებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტუგჩე ოზოი