LIVE

უკრაინამ $765 მილიონის ღირებულების რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინა

06 აგვ 202211:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 710
უკრაინამ $765 მილიონის ღირებულების რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ $765 მილიონის ღირებულების რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინა.

“გავმართე შეხვედრა სანქციების პოლიტიკაზე, რუსული აქტივების კონფისკაციაზე. უკრაინაში უკვე დაყადაღებულია $28 მილიარდი გრივნას ($765 მილიონი) ღირებულების აქტივები. ეს სამუშაოები გრძელდება. შემოთავაზებულია 900-ზე მეტი ობიექტის ჩამორთმევა, რომლებიც კონკრეტულად რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის”,- წერს ზელენსკი Telegram-ის არხზე.

5 აგვისტოს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება რუსეთის კუთვნილი 903 ობიექტის უკრაინასა და უკრაინელი ხალხისთვის გადაცემის შესახებ. მისი თქმით, ქონება, რომლის კონფისკაციასაც უკრაინის ხელისუფლება აპირებს, სამ კატეგორიად იყოფა:

  • რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება;
  • სანქცირებული პირების და კომპანიების საკუთრებაში არსებული აქტივები;
  • რუსული ბანკების აქტივები;

10 მარტს ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს “უკრაინაში რუსეთის ფედერაციის და მისი მაცხოვრებლების საკუთრების უფლების ობიექტების სავალდებულო ჩამორთმევის ძირითადი პრინციპების შესახებ”. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში ასეთი ქონების დაყადაღება განხორციელდება “ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე”. თავდაპირველად დოკუმენტი მხოლოდ იურიდიული პირების ქონებას ეხებოდა.