LIVE

მსოფლიოში სურსათის ფასები მე-4 თვეა მცირდება

05 აგვ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1106
მსოფლიოში სურსათის ფასები მე-4 თვეა მცირდება

უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული საკვების გლობალური გაძვირების შემდეგ, უკვე მე-4 თვეა მსოფლიოში სასურსათო საქონლის ფასები ეცემა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათის ფასების ინდექსმა ივლისში 8,6%-ზე მეტით დაიკლო და იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე ჩამოვიდა.

ხორბლისა და სიმინდის ფასები გასულ თვეში შემცირდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და კიევმა უკრაინის პორტების გახსნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა. დღეს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ სამი გემი გავიდა. მიუხედავად ამისა, გარიგებიდან ორი კვირის შემდეგ, უამრავი გამოწვევა რჩება გადასაჭრელი. 

FAO-ს განცხადებით, ფასების კლებას დაეხმარა არგენტინისა და ბრაზილიის სიმინდის მოსავალი.

გაეროს ფასის ინდექსი აკონტროლებს ნედლეული საქონლის საექსპორტო ფასებს და არ მოიცავს საცალო ვაჭრობის მონაცემებს. ბოლო თვეების ტენდენციის მიუხედავად, ფასები კვლავ მაღალია, რაც დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. ღარიბ ქვეყნებში ათობით მილიონი ადამიანი შიმშილის წინაშე დგას. გასული ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე მძიმე სასურსათო კრიზისს აფრიკის საჰელის რეგიონი განიცდის. 

სურსათის გიგანტმა Nestle-მ მეორე კვარტალში ფასები კიდევ ერთხელ გაზარდა, რადგან კომპანიის ხარჯები გაიზარდა. Supermarket Ocado Group აცხადებს, რომ მომხმარებლები ფულის დაზოგვის მიზნით იაფი პროდუქტების ყიდვას ამჯობინებენ. 

საკვებ პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიის პერიოდში მიწოდების პრობლემისა და ეკონომიკის აღდგენის ფონზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ეინ ქუინი