LIVE

ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.72 ლარია

04 აგვ 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 896
ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.72 ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.88 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7244 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.60 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7775 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.