LIVE

ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.73 ლარია

03 აგვ 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 891
ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.73 ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.79 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7332 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.95 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7835 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.