LIVE

Robinhood-ს ახალგაზრდა ტრეიდერის თვითმკვლელობის გამო უჩივიან

09 თებ 202114:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
Robinhood-ს ახალგაზრდა ტრეიდერის თვითმკვლელობის გამო უჩივიან
Bloomberg

Robinhood-ს სასამართლოში 20 წლის ტრეიდერის მშობლები უჩივიან, რომელმაც თავი გასულ წელს მოიკლა. ალექს კერნსმა თვითმკვლელობა მას შემდეგ ჩაიდინა, რაც მან არასწორად იფიქრა, რომ ოფციონებით ვაჭრობის შედეგად $730,000 დაკარგა. სინამდვილეში, ეს ვალდებულებები თავისუფლად იფარებოდა ოფციონებით, რომელიც მას ანგარიშზე ჰქონდა.

ალექს კერნსის მშობლები სარჩელში დაობენ, რომ უპროცენტო საბროკერო გამოუცდელ და დაუხვეწელ ინვესტორებზე ნადირობს, როგორიც მათი შვილი იყო.

საჩივრის თანახმად, "Robinhood- ის აგრესიული ნაბიჯები ახალგაზრდა მომხმარებლების მოსაზიდად, ამასთან კომპანიის გულგრილობა მომხმარებლის მიმართ, დროის ბომბს ქმნის, რომელიც აუცილებლად ისეთი ტრაგედიით დასრულდებოდა, როგორც ალექსს შეემთხვა" - ნათქვამია საჩივარში.

Robinhood- მა თავისი მარტივი ინტერფეისით ბაზარზე ტრეიდერების ახალი კლასი შექმნა. შედეგად ინვესტიციების "გამიფიკაცია" მოხდა რისკების სრულად ახსნის გარეშე. კრიტიკოსების აზრით, Robinhood- მა და სხვა პლატფორმებმა ინვესტიციები ონლაინ სოციალურ აქტივობად აქციეს.

კომპანიამ განაცხადა, რომ მან დეკემბრის დასაწყისში დაამატა ლაივ რეჟიმის მხარდაჭერა მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ღია ოფციონების პოზიციები ან ხანმოკლე ამოწურვის ვადა აქვთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედვარდ პეტერსონი