LIVE

metaNesia - ინდონეზია საკუთარ მეტავერსს ქმნის

01 აგვ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 541
metaNesia - ინდონეზია საკუთარ მეტავერსს ქმნის
PT Telkom Indonesia

ინდონეზიამ ადგილობრივი კომპანიების რეკლამირების მიზნით, საკუთარი მეტავერსი შექმნა ლოკალურ ოპერატორს დაავალა. PT Telkom Indonesia-მ ვირტუალური სამყაროს პლატფორმა სახელწოდებით metaNesia უკვე დააფუძნა.

სახელმწიფო საწარმოების მინისტრის, ერიკ თოჰირის განცხადებით, მისი მიზანია, ქვეყნის ადაპტაცია სწრაფად ცვალებად ონლაინ გარემოსთან, რომელიც ახალგაზრდებს იზიდავს. 

"არ მისცეთ უფლება სხვა ქვეყნებს, შექმნან ახალი სამყარო საკუთარი გადახდის სისტემით, მაშინ, როცა ბაზარი ინდონეზიაში რჩება. მერე ვინანებთ", - თქვა მან.  

ჯერჯერობით უცნობია როგორ იმუშავებს metaNesia და რა დაფარვა ექნება მას. 

მინისტრის თქმით, პლატფორმა განკუთვნილია ინდონეზიის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რათა მათ თავიანთი საქონელი უფრო დიდ უცხოურ ბიზნესებთან თანაბარ პირობებში წარმოაჩინონ. ორგანიზაციებს ასევე შეეძლებათ მომხმარებლებს შესთავაზონ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისები, მაგალითად, სამედიცინო კონსულტაციები. 

პლატფორმა მოიცავს Metaverse Mall-ს, სადაც განთავსებული იქნება მაღაზიები, სერვის ცენტრები და გასართობი სივრცე, ასევე Metaverse Concert განკუთვნილი იქნება ღონისძიებებისთვის. პლატფორმამ უნდა უმასპინძლოს NFT ბაზრობას, ვირტუალურ შეხვედრებს და სპორტულ აქტივობებს. 

​ცნობისთვის, მეტავერსი არის სივრცე, სადაც მომხმარებლები ცხოვრებენ, მუშაობენ და ვარჯიშობენ ვირტუალურ სამყაროში. კომპანიის Oculus ვირტუალური რეალობის ყურსასმენები და სერვისი ამ ხედვის რეალიზაციის ინსტრუმენტული ნაწილია. 

Meta Platforms-ის დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, მეტავერსი, იმერსიული ციფრული სამყარო, საბოლოოდ ფულს ეკონომიკიდან გამოიმუშავებს, სადაც ადამიანები ვირტუალური საქონლისა და სერვისის გაყიდვით ბიზნესს ქმნიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ქლეა ჯიაო და ფატია დარჰული