LIVE

ცუკერბერგს Facebook-ის სახელის ცვლილებაზე მეტი სჭირდება

23 ოქტ 202119:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1080
ცუკერბერგს Facebook-ის სახელის ცვლილებაზე მეტი სჭირდება
Drew Angerer/Getty Images

მარკ ცუკერბერგს სურს, სახელი შეუცვალოს Facebook-ს, რაც სოციალური მედიის გიგანტს ახალ იდენტობას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ცუკერბერგის კორპორატიული გონება წარმატებით გაუმკლავდა წინა კრიზისებს, აქვს შესაშური გლობალური დაფარვა და განაგრძობს უზარმაზარ მოგების მიღებას, როგორც ჩანს, ცუკერბერგი ფიქრობს, რომ პრობლემებზე საუკეთესო პასუხი კოსმეტიკური ცვლილებაა.

მარკ ცუკერბერგი, დღევანდელი ციფრული სამყაროს დიდი ნაწილის არქიტექტორი, რა თქმა უნდა, შეიძლება დაკავებული იყოს ძირითადი კორპორატიული ცვლილების აზრებით. სახელის ცვლილება ასახავს Facebook-ის “ფოკუსირებას მეტავერსის შექმნაზე”.

რა არის მეტავერსი?

სამეცნიერო ფანტასტიკის რომანისტის, ნილ სტეფენსონის თანახმად, რომელმაც ეს ტერმინი 1992 წელს რომანში “თოვლის კრახი” გამოიყენა, მეტავერსი არის სამგანზომილებიანი სამყარო, სადაც ნამდვილი ადამიანების ავატარები ვირტუალურ ცხოვრებას ატარებენ. სტივენსონმა თქვა, რომ როდესაც დაწერა “თოვლის კრახი”, ის უბრალოდ “აწყობდა სისულელეებს”. შემდეგ მოხდა ინტერნეტ რევოლუცია და წიგნი სილიკონის ველის საკულტო რომანად იქცა. ცუკერბერგი, რომელსაც რეალურად აქვს რესურსები ხელოვნური, ალტერნატიული სამყაროების შესაქმნელად - დისტოპიის გამოკლებით, იმედია, დიდ დროს ატარებს ამ საკითხებზე ფიქრში.

ცუკერბერგი შეიძლება ამაზე დიდხანს ფიქრობდა. ან განზრახ ფიქრობს ამაზე, სხვა უფრო მყისიერი მოვლენების გადასაფარად. მეტავერსი კარგია, როგორც გვერდითი აურზაური, მაგრამ რეალურ სამყაროში, სადაც რეალური ადამიანები ცხოვრობენ, Facebook-ი დიდ ზიანს აყენებს სოციუმს.

Facebook-ი და მასთან დაკავშირებული პლატფორმები არის ადგილი, სადაც Covid-19-ის შეთქმულების თეორეტიკოსები და ანტივაქსერები ყველაზე პროდუქტიულები არიან. ანტიდემოკრატიული აჯანყებულები და ულტრამემარჯვენეები საკუთარ ქმედებებს აორგანიზებენ.

როგორც Wall Street Journal-ი იტყობინება, ახალგაზრდა გოგონებს აღენიშნებათ კვების დარღვევები, ხოლო სხვა მომხმარებლები, აქვეყნებენ შეურაცხმყოფელ მასალას “მათ შორის შევიწროებასა და ძალადობისკენ წაქეზებას”, სადაც, როგორც მამხილებელმა და კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, კონფლიქტი მოგებასა და უსაფრთხოებას შორის თანმიმდევრულად წყდება მოგების სასარგებლოდ.

ცუკერბერგმა თავი აარიდა დაპირისპირებაში ჩართვას, როდესაც ჰაუგენის ჩვენებამ კითხვებისა და შეშფოთების კიდევ ერთი რაუნდი გამოიწვია Facebook-ის ქმედებებთან დაკავშირებით.

ცუკერბერგი დროდადრო აქვეყნებდა დაკვირვებებს ფარიკაობის, მეცნიერების, ხელოვნური რეალობის აღჭურვილობის შესახებ, რომელსაც შეეძლო მეტავერსიის გაძლიერება, ან სერფინგის ვიდეოებს. როდესაც მან საბოლოოდ გადაწყვიტა, ეპასუხა ჰაუგენის გამოცხადებებისთვის, მიმართა მისტერ სპოკს Star Trek-დან: “არგუმენტი იმის შესახებ, რომ მოგების მიზნით, განზრახ პროპაგანდას ვუწევთ კონტენტს, რომელიც ხალხს აბრაზებს, ღრმად ალოგიკურია”.

ცუკერბერგი ახლა კომპანიის სახელის შეცვლის პროცესშია, მაგრამ დისკუსიაში ჩაფლული კომპანიის რებრენდინგი არასოდეს არის ყველაზე საიმედო საშუალება იმ პრობლემების წინააღმდეგ, რომლებიც ანგრევს მის საქმიანობას ან რეპუტაციას.

კომპანიები ხშირად იცვლიან სახელებს უთანხმოების გამო და არა რაღაც რადიკალური სტრატეგიული ცვლილების გამო, რომელიც ტრანსფორმაციას მოითხოვს. თამბაქოს გიგანტმა Philip Morris-მა Altria Group დაირქვა თითქმის 20 წლის წინ ნიკოტინზე დამოკიდებულების შესახებ მისი ცოდნის შესწავლის შემდეგ, WorldCom გახდა MCI თაღლითობის სკანდალისა და გაკოტრების შემდეგ, ხოლო ValueJet Airlines გახდა AirTran Airways ტრაგიკული კატასტროფის შემდეგ. 

ვფიქრობ, ცუკერბერგი ამას ყურადღების გადასატანად აკეთებს. მას სურს, თავიდან აიცილოს რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიიღოს პასუხისმგებელმა ლიდერმა კორპორაციის წინაშე. ის ახალგაზრდაა და გარშემორტყმულია იმ ადამიანებითა და მრჩევლებით, რომლებიც აძლიერებენ მიკერძოებულობას ან წაახალისებენ ყველაზე ცუდ ლიბერტარიანულ ინსტინქტებს - საერთო ბედს მდიდრებსა თუ ძლიერ ადამიანებს შორის, რომლებსაც არ გააჩნიათ თანაგრძნობა, თვითშეგნება ან თავდაჯერებულობა, რომ მიიღონ და მოისმინონ განსხვავებული აზრი.

ცუკერბერგი, რა თქმა უნდა, არ არის შორს სიკეთის კეთების იდეისგან. მან და მისმა მეუღლემ გულუხვად დააფინანსეს და Facebook-ის აქციების დიდი ნაწილი მიუძღვნეს განათლებას, იმიგრაციის რეფორმას, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და დაავადებათა პრევენციას. 

მიუხედავად ასეთი მცდელობისა, ცუკერბერგი ვერ უმკლავდება Facebook-ის პრობლემებს, რომელთაც ცალმხრივად გადაჭრის შესაძლებლობა აქვს. ეს გზაც ნათელია. როგორც პარმი ოლსონმა და ტე კიმმა აღნიშნეს, ჰაუგენის ჩვენებამ გამოკვეთს სულ მცირე ოთხი აშკარა ცვლილება: (1) ჩართულობაზე დაფუძნებული რეიტინგის ალგორითმების აღმოფხვრა; (2) შინაარსის ზომიერება; (3) მხარდაჭერა ფედერალური მარეგულირებლისგან Facebook ფუნქციებისა და ალგორითმების აუდიტისთვის; (4) მკვლევარებისთვის მონაცემთა რეგულარული მიწოდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტიმოთი ლ. ო'ბრიენი