LIVE

ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.75 ლარია

01 აგვ 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 870
ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.75 ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 1.68 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7484 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.31 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8168 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.