LIVE

ნიკოლოზ გამყრელიძე GHG-ის დირექტორის თანამდებობას ტოვებს

29 ივლ 202219:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 1257
ნიკოლოზ გამყრელიძე GHG-ის დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ნიკოლოზ გამყრელიძე "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს. "საქართველოს კაპიტალის" (Gcap) ინფორმაციით, რომელიც GHG-ის მფლობელია, გამყრელიძეს ირაკლი გოგია შეცვლის, რომელიც ფინანსების და საოპერაციო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ამასთან, მომდევნო წლიდან "საქართველოს კაპიტალის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ნიკოლოზ გამყრელიძე აღარ დაიკავებს. ბორდის 9 მაისის გადაწყვეტილებით ცნობილი იყო, რომ კომპანიის მოქმედ აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი გილაურს 2023 წლის მაისში მისი მოადგილე, ნიკოლოზ გამყრელიძე ჩაანაცვლებდა.

ვინ გახდება „საქართველოს კაპიტალის“ ახალი დირექტორი, ჯერჯერობით უცნობია.