LIVE

Meta-ს კვარტალური შემოსავალი პირველად შემცირდა - კომპანიამ $28.8 მილიარდი მიიღო

28 ივლ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 847
Meta-ს კვარტალური შემოსავალი პირველად შემცირდა - კომპანიამ $28.8 მილიარდი მიიღო

სოციალური მედიის გიგანტის, Meta Platforms-ის კვარტალური გაყიდვები პირველად შემცირდა. Facebook-ის და Instagram-ის მფლობელმა კომპანიამ გაყიდვების შემცირების მიზეზად რეკლამის განმთავსებლების შემცირებული ბიუჯეტი დაასახელა.

Meta-ს შემოსავალი მეორე კვარტალში $28.8 მილიარდამდე შემცირდა. კომპანიის პროგნოზი შემცირდა მიმდინარე პერიოდისთვისაც. აქციების ფასმა გვიან ვაჭრობაში 4%-მდე დაიკლო.

კომპანიის სარეკლამო გაყიდვები რიგი პრობლემების წინაშეა. მარკეტერები ნაკლებს ხარჯავენ გაზრდილი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, რის გამოც Meta-ს და მის კონკურენტებს უფრო პატარა ბიუჯეტებისთვის უწევთ ბრძოლა. ამასთან, Apple-ის კონფიდენციალურობის წესებმა სოციალური მედიის პლატფორმებზე რეკლამა ნაკლებად ეფექტური გახადა.

პარალელურად, TikTok-თან კონკურენციის გამო სოციალური მედიის პლატფორმები მოკლე ვიდეოებზე კონცენტრირდებიან, რომელსაც Reels-ს უწოდებენ. ფორმატთან ბოლომდე კომფორტულად ჯერ კიდევ არ არიან რეკლამის განმთავსებლები.

ოთხშაბათს კომპანიამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $26-დან $28,5 მილიარდამდე იქნება, რაც ანალიტიკოსების პროგნოზირებულ $30.3 მილიარდს ჩამოუვარდება.

Meta ამჟამად მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდშია. მარკ ცუკერბერგი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ცდილობს მომხმარებლები შეინარჩუნოს, მოიზიდოს ახალგაზრდები და შეაჩეროს მათი TikTok-ზე მიგრაცია. ამ მიზეზით კომპანიის აპლიკაციებში Reels-ების რაოდენობა გაიზარდა.

კომპანიამ ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ალგორითმებში, რათა მომხმარებლებს მეტი კონტენტი აჩვენონ ავტორებისგან, რომლებიც მათ გამოწერილი არ ჰყავთ. ამჟამად Facebook-ის მომხმარებლების ფიდის 15%-ს ისეთი კონტენტი იკავებს, რომლის ავტორებიც ანგარიშების მფლობელებს არ გამოუწერიათ.

ცვლილებების მიუხედავად, ინვესტორები Facebook-ზე რეკლამის ფასის 14%-იან შემცირებაზე კონცენტრირდებიან. Meta-ს აღმასრულებლები ცდილობენ დაარწმუნონ ისინი, რომ Reels-ები მომხმარებლის ჩართულობას გაზრდის, რაც შემდგომში შემოსავალზე აისახება.

Meta-ს ზოგიერთი კონკურენტი ასევე განიცდის შემცირებას რეკლამის მიმართულებით. Snap-ს და Twitter-ს გაყიდვების მიზნების შესრულება გაუჭირდათ. შემცირდა Twitter-ის შემოსავალიც. თუმცა, Google-ის რეკლამირების ბიზნესი, რომელიც ბაზრის ლიდერია, გაიზარდა.

შემცირების წინააღმდეგ საბრძოლველად Facebook-ი ხარჯების შემცირებას ცდილობს და ნაკლებ მიმართულებებზე კონცენტრირდება, როგორიცაა მოკლე ფორმატის ვიდეოების სტრატეგია და მისი ალგორითმული რეკომენდაციები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს ბარინკა