LIVE

50 სასტუმროდან მხოლოდ 5 დასრულდა - წარუმატებელი სახელმწიფო პროექტი

27 ივლ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1032

2016 წელს დაწყებული სახელმწიფო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც 50 სასტუმრო უნდა აშენებულიყო, მხოლოდ 5 სასტუმროა დასრულებული.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ამ ტემპით დარჩენილი სასტუმროების აშენებას 45 წელი დასჭირდება.

6 წლის წინ მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გადაწყვიტა, რომ 50 ობიექტი დაინტერესებულ ინვესტორებისთვის პრივატიზაციის წესით გადაეცა, რათა ამ ობიექტებზე სასტუმროები აეშენებინათ და ქვეყნისთვის მომგებიანი ინვესტიცია განეხორციელებინათ, შეექმნათ ახალი სამუშაო ადგილები და განევითარებინათ ტურიზმი. თითოეული ობიექტი აუქციონის წესით გასხვისდა და ზოგიერთი ობიექტი ნახევარი მილიონადაც კი გაიყიდა.

2019 წელს პროგრამამ დამოუკიდებლად არსებობა შეწყვიტა და სხვა პროგრამას - “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” შეერწყა.

თითქმის 6 წლის განმავლობაში, ნაცვლად 50 ქონებისა, როგორც ეს ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა დაგეგმილი, 29 ქონების პრივატიზება მოხდა, რომელთაგან 2022 წლის მაისის მონაცემებით, მხოლოდ 5 სასტუმროა დასრულებული, 22 მიმდინარეა, ხოლო 2 შეწყვეტილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მშენებლობებს შორის არის ორი ისეთი, რომლებიც ხელშეკრულებებით განსაზღვრულ 42 და 48-თვიან ვადებში ვერ ჩაეტივნენ და სახელმწიფომ მათ სასტუმროების დასრულების დრო გაუხანგრძლივა.