LIVE

საქართველოში პირველი Binance Community Meetup-ი გაიმართება

27 ივლ 202210:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 949
საქართველოში პირველი Binance Community Meetup-ი გაიმართება

28 ივლისს უმსხვილესი კრიპტო ბირჟა, Binance საქართველოში პირველ Community Meetup-ს უმასპინძლებს. მსოფლიოს პოპულარული ბლოკჩეინ ეკოსისტემა 5 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღის აღსანიშნავად, სასტუმრო „ბილტმორში“ უმასპინძლებს ადგილობრივი კრიპტო და საფინანსო სფეროების წარმომადგენლებს.

Meetup პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციებს, მათ შორის კომპანიის წარმომადგენლები აუდიტორიას გააცნობენ, თუ რა გეგმები აქვს საქართველოში კრიპტო ბირჟას. გარდა ამისა, მომხსენებლები და სტუმრები განიხილავენ კრიპტო ბაზრის ამჟამინდელ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივას. ცალკე პანელური დისკუსია დაეთმობა თემას - „ციფრული აქტივები საქართველოში: ახალი შესაძლებლობები, რისკები და რეგულირება“.

ღონისძიების სპიკერებს შორის არიან: Binance-ს რეგიონალური დირექტორი, ვლადიმერ სმერკისი, ასევე რაუან საგიდულა, Binance Earn-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი. Community Meetup-ზე წარმოდგენილი იქნება ქართული საბანკო და fintech სექტორიც. 

Binance 2017 წელს დაფუძნდა, როგორც crypto-to-crypto ტრეიდინგ პლატფორმა და ექვს თვეში მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო ბირჟის სტატუსი მოიპოვა. დღეს კომპანია წარმოადგენს ბლოკჩეინის გლობალურ ეკოსისტემას, რომელიც მოიცავს სავაჭრო სერვისებს, ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს, საგანმანათლებლო რესურსებს, კვლევებს, სოციალურ ბენეფიტებს და საქველმოქმედო პროგრამებს, ინვესტიციებს და ინკუბაციურ ინიციატივებს.