LIVE

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა €8,3 მილიარდი ჯდება და ხარჯები შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს

28 ივლ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 723
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა €8,3 მილიარდი ჯდება და ხარჯები შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს
Sarah Meyssonnier/AFP/Getty Images

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადამდე ორი წელია დარჩენილი, თუმცა მზარდი ხარჯებისა და ღონისძიების უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება იზრდება.

მთავრობის თანახმად, თამაშების ჯამური ღირებულება უკვე გაიზარდა დაახლოებით 8,3 მილიარდ ევრომდე ($8,5 მილიარდი). 2018 წელს გამოცხადებული საწყისი ბიუჯეტი $6,8 მილიარდი იყო.

საბოლოო ღირებულება სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საფრანგეთი აძლიერებს უსაფრთხოებას. სავარაუდოდ, გაიზრდება სამშენებლო და მატერიალური ხარჯებიც.

ემანუელ მაკრონსა და ღონისძიების ორგანიზატორებს შორის შეხვედრის შემდეგ, ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ საფრანგეთი ღონისძიებას და მის გახსნის ცერემონიას უსაფრთხოს გახდის მაყურებლისთვის.

მთავრობამ ყოველდღიურად 11000-მდე პოლიციელი და 25000-მდე უსაფრთხოების აგენტი უნდა გამოყოს, რათა თავიდან აიცილოს არეულობა. შესაბამისად, უნდა გაზარდოს ღონისძიების ბიუჯეტი, რაზეც გავლენა შეიძლება იქონიოს მზარდმა ინფლაციამ.

საფრანგეთში გასულ თვეში ინფლაციამ 6,5%-ს მიაღწია. თუმცა, ევროზონის მეორე უმსხვილესი ეკონომიკა სხვებზე უკეთესად აღდგა ენერგეტიკული ფასების შემსუბუქების წყალობით.

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, საორგანიზაციო კომიტეტი ცდილობს გაზარდოს სპონსორებისგან მიღებული რესურსები, მათ შორის Orange-ისა და BNP Paribas-ისგან. მთავრობა ელის, რომ სახელმწიფო და საჯარო ორგანოები შეიტანენ დაახლოებით 1,7 მილიარდ ევროს, განუცხადა ჟურნალისტებს მაკრონის ოფისის სპიკერმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანია ნუსბაუმი