LIVE

ცუკერბერგმა სან-ფრანცისკოში სახლი $31 მილიონად გაყიდა

26 ივლ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 715
ცუკერბერგმა სან-ფრანცისკოში სახლი $31 მილიონად გაყიდა

Facebook-ის თანადამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სან-ფრანცისკოში სახლი $31 მილიონად გაყიდა. The Real Deal-ის მიხედვით, ეს მიმდინარე წელს სან-ფრანცისკოში ყველაზე ძვირადღირებული ტრანზაქციაა.

Redfin-ის მიხედვით, Meta Platforms-ის დირექტორმა სახლი 2012 წლის ნოემბერში დაახლოებით $10 მილიონად შეიძინა. 7000-ზე მეტი კვადრატული ფუტის ფართობის სახლი, რომელიც Dolores Park-თან Liberty Hill-ის იზოლირებულ უბანში მდებარეობს, ახლოს არის Mission District-თან და ცუკერბერგის სან-ფრანცისკოს გენერალურ საავადმყოფოსთან და ტრავმის ცენტრთან. სახლი 1928 წელს აშენდა.

ცუკერბერგმა სახლი Facebook-ის თავდაპირველი საჯარო შეთავაზებიდან რამდენიმე თვეში იყიდა. 2013 წელს მან და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანმა, მრავალმილიონიანი რემონტის შედეგად სახლს სხვა განახლებებთან ერთად სამრეცხაო ოთახი, ღვინის ოთახი, სველი ბარი და სათბური დაუმატეს.

Insider-ის ცნობით, ტექ. მილიარდერი უძრავ ქონებას Silicon Valley-ში, ტაჰოს ტბასა და ჰავაიზეც ფლობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარტინ პარისი