LIVE

Twitter-მა ილონ მასკთან გარიგებაზე $33 მილიონი დახარჯა

24 ივლ 202213:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 731
Twitter-მა ილონ მასკთან გარიგებაზე $33 მილიონი დახარჯა

Twitter-მა ილონ მასკის მიერ შეთავაზებულ შესყიდვის გარიგებაზე 2022 წლის აპრილიდან ივნისამდე $33 მილიონი დახარჯა.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მისი ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი 237 მილიონამდე გაიზარდა, მაგრამ წმინდა ზარალი $270 მილიონამდე დაფიქსირდა, რაც მოსალოდნელზე უარესი იყო.

მასკმა Twitter-ის ყიდვა ყალბი ანგარიშების რაოდენობის გამო გადაიფიქრა. გარიგების შესახებ სასამართლო ახლა ოქტომბერშია დანიშნული. Twitter-ს სურს მასკს გარიგების შესრულება აიძულოს. ასევე, გარიგების შეწყვეტისთვის შესაძლოა მასკს $1 მილიარდის გადახდაც მოუწიოს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს Twitter-ის შემოსავალი $5 მილიარდი იყო, თუმცა კომპანიის აქციების ფასი ბოლო 12 თვეში 45%-ით დაეცა.

ფირმა Forrester-ის ანალიტიკოსმა მაიკ პროულქსმა აღნიშნა, რომ Twitter-ი "განსაწმენდელშია"

"Twitter-ს ახლა ჰყავს მყიდველი, რომელსაც ის აღარ უნდა, აღმასრულებელი დირექტორი და საბჭო, რომელსაც მისი მოშორება სურს და დასაქმებულთა ბაზა, რომელიც ამ ყველაფრის შუაშია მოყოლილი. მთელი ამ დრამის რეალური მსხვერპლი თავად Twitter-ია",- განაცხადა პროულქსმა.