LIVE

მსოფლიოში საუკეთესო რესტორანი ფეხბურთის სტადიონზე მდებარეობს

24 ივლ 202214:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 824
მსოფლიოში საუკეთესო რესტორანი ფეხბურთის სტადიონზე მდებარეობს

წელს მსოფლიოში საუკეთესო რესტორნის წოდება დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მდებარე Geranium-მა მოიპოვა. 

Geranium ფეხბურთის სტადიონის მე-8 სართულზეა განთავსებული და პარკს გადმოჰყურებს. რესტორანი სტუმრებს სეზონურ სკანდინავიურ კერძებს სთავაზობს.  

ის 2010 წელს, ფინანსური კრიზისის დროს გაიხსნა. "შანსები ჩვენ წინააღმდეგ იყო", - გაიხსენა შეფ-მზარეულმა რასმუს კოფოედმა ჯილდოს მიღებისას.

უკვე მეორე წელია, სიის სათავეში დანიის დედაქალაქში მდებარე რესტორნებია. გასულ წელს პირველი ადგილი Noma-მ მოიპოვა.

მეორე ადგილი პერუს დედაქალაქ ლიმაში მდებარე Central-მა დაიკავა. 

მესამე ადგილზე გავიდა Disfrutar, რომელიც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მდებარეობს. 

რესტორნების დაჯილდოების დაჯილდოების ცერემონიალი 22 ივლისს მოსკოვში უნდა გამართული, მაგრამ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ორგანიზატორებმა ღონისძიების რუსეთში ჩატარებაზე უარი თქვეს და მის ნაცვლად, ლონდონში გადაინაცვლეს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ომის დაწყებამდე ჩატარდა და მასში რუსებიც მონაწილეობდნენ, აღსანიშნავია, რომ წელს სიაში არ არის არც ერთი რუსული რესტორანი. გასულ წელს 30 საუკეთესო რესტორნიდან ორი მოსკოვში მდებარეობდა.

წლევანდელი რეიტინგი შედგენილია მსოფლიოს 27 რეგიონის კვების ინდუსტრიის 1070 ადამიანის გამოკითხვის საფუძველზე.
მას ორგანიზებას ბრიტანეთში დაფუძნებული William Reed Business Media უწევდა. სიის წარმოება 2002 წელს ჟურნალმა Restaurant-მა დაიწო.

სიის პირველ ათეულში 3 ესპანური, 2 იტალიური და 2 მექსიკური რესტორანია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ქეით კრეიდერი