LIVE

უკრაინა საგარეო ვალის გადახდის შეჩერებას ცდილობს

20 ივლ 202214:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
უკრაინა საგარეო ვალის გადახდის შეჩერებას ცდილობს

უკრაინა ცდილობს, გადადოს საგარეო ვალის დაფარვა და შეცვალოს მთლიანი შიდა პროდუქტის გარანტიების პირობები, რადგან რუსეთის ომი ძირს უთხრის ეკონომიკას.

გამოქვეყნებული რეგულაციების მიხედვით, მთავრობას ობლიგაციების მფლობელებთან შეთანხმება 15 აგვისტომდე სურს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კაბინეტი ობლიგაციების მფლობელებს 20 ივლისს მიმართავს.

განკარგულების თანახმად, უკრაინა მოემსახურება და გამოისყიდის ობლიგაციებსა და მშპ-ის გარანტიებს, თუ ობლიგაციების მფლობელები არ დაეთანხმებიან შემოთავაზებულ ცვლილებებს.

უკრაინის ოფიციალური პირები ვალის რესტრუქტურიზაციას იკვლევენ, რადგან ქვეყნის დაფინანსების ვარიანტები მცირდება და ომი ანადგურებს მის ინდუსტრიას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბერში ქვეყანას $1,4 მილიარდის საგარეო ვალის დაფარვა და პროცენტის გადახდა მოუწევს. Bloomberg-ის გამოთვლების თანახმად, გადავადებამ შეიძლება დაზოგოს $3 მილიარდი ვალის დაფარვის ხარჯები ორი წლის განმავლობაში.

“გარემოებიდან გამომდინარე, შეფერხება გარდაუვალი იყო. შეთავაზებაზე უარის თქმა ინვესტორებისთვის საშინელი პიარი იქნება”, - ამბობს ვიქტორ საბო, Aberdeen Asset Management-ის ფინანსური მენეჯერი, რომელიც უკრაინული ობლიგაციების მფლობელია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვოლოდიმირ ვერბიანი