LIVE

საქართველო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში 52-ე ადგილზეა

20 ივლ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1057
საქართველო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში 52-ე ადგილზეა

Henley & Partners-ის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ინდექსში საქართველო 52-ე ადგილს იკავებს და უვიზოდ მიმოსვლას 116 ქვეყანაში უზრუნველყოფს. ეს გაუარესებაა წინა წლის შედეგებთან შედარებით, როდესაც ქვეყნის სამოგზაურო დოკუმენტი 50-ე ადგილს იკავებდა. 

იაპონიას, სინგაპურს და სამხრეთ კორეას Covid-19-ის შემდგომი აღდგენის პარალელურად ისევ ყველაზე ძლიერი პასპორტები აქვთ. პოსტ-პანდემიურ მსოფლიოში რეიტინგები, რომლებშიც ადრე ევროპული ქვეყნები დომინირებდნენ, იცვლება.

Henley & Partners-ის უახლესი პასპორტების ინდექსის მიხედვით, იაპონური პასპორტი 193 ქვეყანაში უპრობლემოდ შესვლას უზრუნველყოფს, ერთით მეტში, ვიდრე სინგაპურის და სამხრეთ კორეის პასპორტები.

რუსული სამგზავრო დოკუმენტები 50-ე ადგილზეა და 119 ქვეყანასთან იძლევა უპრობლემო წვდომას. ჩინეთმა 80 ქვეყანაზე წვდომით 69-ე ადგილი დაიკავა, ინდოეთის პასპორტი 87-ე ადგილზეა, ხოლო ავღანეთის პასპორტი ყველაზე ნაკლებად სასარგებლოა და მის მფლობელს მხოლოდ 27 ქვეყანაში შეუძლია შესვლა.

ინდექსის მიხედვით, ჯერ კიდევ 2017 წელს, აზიის ქვეყნები რთულად ხვდებოდნენ მსოფლიოს 10 ყველაზე სასურველ პასპორტს შორის. რეიტინგში ევროპის დომონანტობა თანდათან შემსუბუქდა და გერმანია ახლა სიაში სამხრეთ კორეის შემდეგ იკავებს ადგილს. უახლესი რეიტინგის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი სიაში მეექვსეა 187 ქვეყანაზე წვდომით, ხოლო აშშ მეშვიდე 186 ქვეყნით.

საიმიგრაციო საკონსულტაციო კომპანიის, Henley & Partners-ის პასპორტების ინდექსი ბოლო 17 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ის მდიდარ ინდივიდებსა და მთავრობებს ეხმარება შეაფასონ მოქალაქეობის ღირებულება იმ პრინციპზე დაყრდნობით, თუ რომელი ქვეყნის პასპორტები უზრუნველყოფენ ყველაზე მეტ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანგუს ვიტლი