LIVE

ევროპაში ტემპერატურასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა

17 ივლ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 919
ევროპაში ტემპერატურასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა

მეხანძრეები დღეს საფრანგეთსა და ესპანეთში უკონტროლო ტყის ხანძრებს ებრძოდნენ. ევროპა უჩვეულოდ ექსტრემალური სიცხის ტალღის წინაშეა, რასაც მადრიდის ხელისუფლება ასობით სიკვდილს უკავშირებს.

ხანძრების სეზონმა ევროპის ზოგიერთ ნაწილს, მშრალი, ცხელი გაზაფხულის შემდეგ, ჩვეულებრივზე ადრე დაარტყა, რასაც ევროკავშირი კლიმატის ცვლილებებს მიაწერს. ზოგი ქვეყანა ასევე განიცდის გახანგრძლივებულ გვალვებს, ხოლო ბევრი მათგანი სიცხის ტალღებს უმკლავდება.

ჯერჯერობით ესპანეთსა და საფრანგეთში ხანძრებთან დაკავშირებული სიკვდილიანობა არ ფიქსირდება. თუმცა პორტუგალიაში ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავის პილოტი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაიღუპა.

უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის პირობებში გაიზარდა სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა. ზაფხულის მეორე სიცხის ტალღის დროს ესპანეთში 43 გრადუსი ცელსიუსის პიკი დაფიქსირდა. ქვეყნის Carlos III Institute-ის მიხედვით, რომელიც ტემპერატურასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას აფიქსირებს, 10 ივლისიდან 15 ივლისამდე პერიოდში მაღალი ტემპერატურის გამო ესპანეთში 360 ადამიანი დაიღუპა. ეს შედარებით ტემპერატურასთან დაკავშირებულ 27 გარდაცვალებასთან, რომელიც წინა 6 დღეში დაფიქსირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია