LIVE

ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტების რისკებს და რეგულაციებს განიხილავენ

17 ივლ 202219:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 626
ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტების რისკებს და რეგულაციებს განიხილავენ

ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები ცდილობენ კრიპტოვალუტების შესაძლებლობები სექტორის ნელი რეგულირების რისკებთან დააბალანსონ, რაც მომხმარებლებისთვის მეტ დანაკარგებს ნიშნავს.

ავსტრალიის სარეზერვო ბანკის, შვეიცარიის ეროვნული ბანკისა და ჰონგ-კონგის სავალუტო ორგანოს ხელმძღვანელებმა ციფრული ვალუტების მომავალთან დაკავშირებით ფართო გაურკვევლობა აღიარეს.

ციფრული ფინანსები G-20-ის ფინანსური ხელმძღვანელების გაცხადებული პრიორიტეტია. თუმცა, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით პოლიტიკის შემქმნელებმა ძირითადად ფრთხილი ტონი შეინარჩუნეს, რადგან Terra-ს და სხვა მონეტების ვარდნამ ბაზრებზე სისუსტე გამოავლინა და გააჩინა კითხვები, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ისინი.

ჰონგ კონგის მონეტარული ორგანოს აღმასრულებელმა, ედი იუმ CBDC-ების გარშემო კითხვებს შორის დაასახელა როგორ უნდა უზრუნველყონ საკმარისი ლიკვიდურობა და როგორ წაახალისონ ბანკები და ბიზნესები გადმოვიდნენ უფრო ტრადიციული პლატფორმებიდან.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა ასევე ხაზი გაუსვეს კითხვებს ფულის გათეთრების, მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უფრო ფართო ფინანსურ სტაბილურობაზე ზემოქმედების გარშემო, როგორც პრიორიტეტებს კრიპტოვალუტების რეგულირებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მიშელ ჯამრისკო