LIVE

McDonald’s-ის რუსულ ანალოგში კარტოფილი ფრი არ გაიყიდება

08 ივლ 202216:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 1050
McDonald’s-ის რუსულ ანალოგში კარტოფილი ფრი არ გაიყიდება
Mikhail Grebenshchikov / RBC

McDonald’s-ის რუსული ვერსიის, “გემრიელი და წერტილის” რესტორნების ნაწილში კარტოფილი ფრი არ გაიყიდება

“ეს განპირობებულია იმით, რომ 2021 წელი რუსეთში კარტოფილის ჯიშების დეფიციტი იყო, რომლებიც გამოიყენება ფრანგული კარტოფილისთვის. გარდა ამისა, შეუძლებელი გახდა იმ ბაზრებიდან იმპორტი, რომლებიც შეიძლება გახდეს კარტოფილის დროებითი მიმწოდებელი რუსეთში”,- განმარტავენ კომპანიაში.

კომპანია ამტკიცებს, რომ კარტოფილი მენიუში მომავალი მოსავლის მიღებისას გამოჩნდება და მსგავსი სირთულეები ბაზრის სხვა მოთამაშეებსაც ელით.

“გემრიელია და წერტილი” რუსეთში McDonald's-ის მემკვიდრეა. ის მას შემდეგ გაიხსნა, რაც გიგანტურმა ქსელმა რუსეთი დატოვა და ბიზნესი NefteKhim Service-ის თანადამფუძნებელს, ალექსანდრ გოვორს მიჰყიდა. 

მიმდინარე წლის მარტში კარტოფილის მსხვილმა გლობალურმა მწარმოებელმა, კანადურმა McCain Foods-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, შეაჩერა კარტოფილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ტულას რეგიონში. კომპანიამ გადაწყვიტა “პროექტის სრულად დახურვა”, ასევე შეაჩერა პროდუქციის მიწოდება რუსეთის ბაზარზე. ახლა ქარხანა გასაყიდად არის გამოტანილი: კომპანიის მენეჯმენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს პროდუქციის ახალ ინვესტორზე გასაყიდად, განუცხადეს RBC-ს ტულას რეგიონის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. კონკრეტულად ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სამინისტროში არ აკონკრეტებენ.

გახსნის შემდეგ McDonald’s-ის ზოგიერთი კერძი გაქრა რუსული ანალოგის რესტორნების მენიუდან, თუმცა კომპანიამ შეინარჩუნა ზოგიერთი მათგანი სხვა სახელით. რესტორნებმა შეწყვიტეს მომხმარებლებისთვის Big Tasty, Big Mac და McFlurry დესერტის შეთავაზება. მენიუდან ამოღებულია Coca-Cola, რომლის მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა, შეეჩერებინა ქარხნების მუშაობა და დაეტოვებინა რუსეთი. თუმცა, რუსულ “გემრიელია და წერტილში” აცხადებენ, რომ სურთ Big Tasty მენიუში დააბრუნონ სხვა სახელით და მოამზადონ ორიგინალი McDonald’s-ის კერძები ახალი რეცეპტების მიხედვით.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პაროევმა თქვა, რომ Coca-Cola ასევე შეიძლება შეიცვალოს სხვა სასმელით. მისი მომარაგების ტენდერში მონაწილეობს Coca-Cola-ს, Pepsi-ს და Chernogolovka-s ჩამომსხმელი.