LIVE

Coca-Cola რუსეთში პროდუქციის წარმოებას და გაყიდვას წყვეტს

17 ივნ 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 864
Coca-Cola რუსეთში პროდუქციის წარმოებას და გაყიდვას წყვეტს

რუსეთში Coca-Cola-ს მარაგი იწურება. სააგენტო Reuters კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ მარაგის ამოწურვის შემდეგ, შვეიცარიაში მდებარე Coca-Cola HBC, რომელიც დამოუკიდებელი კომპანიაა, "რუსეთში აღარ აწარმოებს ან გაყიდის Coca-Cola Company-ს ბრენდებს", - ნათქვამია ატლანტაში მდებარე Coca-Cola-ს განცხადებაში. 

კომპანიის განცხადებით, აქცენტს ადგილობრივ ბრენდებზე გაამახვილებს.  

მარტის დასაწყისში Coca-Cola-მ რუსეთში საქმიანობას შეაჩერა და იმ ამერიკული და ევროპული კომპანიების სიას შეუერთდა, რომლებმაც რუსეთის ბაზარი ქვეყნის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვეს. 

Coca‑Cola-ს პირველი ქარხანა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში 1994 წელს გაიხსნა. რუსეთში Coca-Cola Company-ს ყველა ქარხანა, ისევე, როგორც  მისი ჩამოსხმის უფლებები, 2001 წელს ევროპის უმსხვილესმა ჩამომსხმელმა, Coca-Cola Hellenic Bottling Company-მ (Coca-Cola HBC) შეიძინაCoca-Cola HBC ახლა ქვეყანაში 10 ქარხანას ფლობს. სამომხმარებლო საქონლის მწარმოებლებს შორის, ის რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.

Coca-Cola HBC ექსკლუზიურად ბოთლში ასხამს და ყიდის Coca-Cola-ს სასმელებს 29 ბაზარზე, რომელიც მოიცავს საბერძნეთს, იტალიას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

Bloomberg-ის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს კომპანია Coca-Cola კომპანიის დაახლოებით 21%-ს ფლობდა. 2021 წელს Coca-Cola HBC-ს წლიურმა შემოსავალმა $8.481 შეადგინა. რუსეთი და უკრაინა კომპანიის კონსოლიდირებული წმინდა საოპერაციო შემოსავლის დაახლოებით 1%-ს და საოპერაციო მოგების 2%-ს წარმოადგენენ.

იელის უნივერსიტეტის მკვლევრების თანახმად, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 1000-მდე კომპანიამ რუსულ ბაზარზე ოპერაციების შეზღუდვის შესახებ განაცხადა.