LIVE

Minions: The Rise of Gru-მ გახსნის შაბათ-კვირას $108 მილიონი შეაგროვა

04 ივლ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 793
Minions: The Rise of Gru-მ გახსნის შაბათ-კვირას $108 მილიონი შეაგროვა

Minions: The Rise of Gru, Universal Pictures-ის 2015 წლის ანიმაციური ჰიტის გაგრძელება, ჩრდილოეთ ამერიკის სალაროების ლიდერია. ფილმმა Warner Bros-ის ბიოგრაფიული ფილმ Elvis-ს გადააჭარბა.

Comscore-ის მიხედვით, Minions-ის მეორე ნაწილმა გახსნის შაბათ-კვირას ადგილობრივი კინოთეატრებიდან $108.5 მილიონის შემოსავალი მიიღო. ეს ბევრად აჭარბებს Boxoffice Pro-ს პროგნოზს, რომელიც სამდღიანი შაბათ-კვირისთვის $89 მილიონს შეადგენდა. სტუდიამ ივარაუდა, რომ ოთხი დღის განმავლობაში ფილმი $60 მილიონს შემოიტანდა.

მიუხედავად იმისა, რომ გახსნის შაბათ-კვირის ბილეთების გაყიდვის მონაცემებით, ანიმაციურმა ფილმმა Walt Disney-ის Lightyear-ს და Paramount Pictures-ის Sonic the Hedgehog 2-ს გადააჭარბა, პირველ ნაწილს მცირედით ჩამოუვარდება. Minions-მა აშშ-სა და კანადის კინოთეატრებში 2015 წლის ივლისში $116 მილიონამდე შეაგროვა.

ფილმის პერფორმანსმა ასევე ხელი შეუწყო შფოთების განეიტრალებას იმის შესახებ, რომ Covid-19-ის გამო მშობლები მზად არ არიან ბავშვები კინოთეატრებში დააბრუნონ. Disney-სა და Pixar-ის Lightyear-მა დებიუტის დროს ბევრად უარესი პერფორმანსი დააფიქსირა, ხოლო შუა ივნისის პერიოდიდან ბილეთების გაყიდვებმა მნიშვნელოვნად დაიკლო. Comscore-ის ანგარიშის მიხედვით, $6.6 მილიონიანი შაბათ-კვირით ფილმი მეექვსე ადგილს იკავებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნორა მულინდა