უკრაინა მომდევნო კვირაში ქვეყნის აღდგენის გეგმის წარდგენას გეგმავს, რომელმაც შესაძლოა ასობით მილიარდი ევროს მობილიზება მოახდინოს. ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყნის ეკონომიკა გაანადგურა და მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია.
დაახლოებით 2,000 გვერდიან გეგმას შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში 4-5 ივლისს გამართულ კონფერენციაზე წარადგენენ. ის შეეხება ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების პროექტების ფართო ჩამონათვალს, ინვესტიციებს კლიმატსა და ციფრულ ეკონომიკაში, ასევე ენერგორესურსების დივერსიფიკაციას.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბლოკი საერთო ფინანსურ დახმარებაში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს და მისმა მოცულობამ შესაძლოა $523 მილიარდსაც გადააჭარბოს. უკრაინის მთავრობამ კანონპროექტის მონახაზი დონორებთან, მათ შორის ევროკავშირთან უკვე განიხილა, რომელიც ქვეყანას უკუკავშირს მომდევნო თვეების განმავლობაში მიაწვდის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია