LIVE

რუსეთის რკინიგზის ინვესტიცია ინდონეზიის ახალ დედაქალაქში - პუტინის შეთავაზება

01 ივლ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 914
რუსეთის რკინიგზის ინვესტიცია ინდონეზიის ახალ დედაქალაქში - პუტინის შეთავაზება
Pavel Bednyakov/AFP/Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის რკინიგზას ინდონეზიის ახალ დედაქალაქში ინვესტიციებისკენ მოუწოდა. ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდეს ეკონომიკასთან ურთიერთობების დათბობის ნიშანია იმ ფონზე, როცა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მოსკოვის იზოლაციას ცდილობენ.

პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს გეგმაში, ინდონეზიის დედაქალაქის ჯაკარტიდან კუნძულ კალიმანტანზე გადატანის შესახებ.

პუტინმა დასძინა, რომ რუსული ენერგეტიკული კომპანიები ასევე დაინტერესებულნი არიან ინდონეზიაში მუშაობით, განსაკუთრებით ბირთვული ენერგიის განვითარებით. ბირთვული ენერგია ინდონეზიის ნულოვანი ემისიების გეგმის მთავარი ნაწილია.

ახალი დედაქალაქის, ნუსანტარას, მშენებლობა აგვისტოში უნდა დაიწყოს. ჯოკოვიმ მოიზიდა ინვესტორები, მათ შორის აბუ დაბისგან და ტაივანის Foxconn Technology Group, რათა დაეხმარონ განახლებადი ენერგიის ქალაქის მშენებლობაში.

შეერთებულმა შტატები და სხვა ქვეყნები ზეწოლას ახდენენ ინდონეზიაზე, რათა არ მიიწვიონ პუტინი ბალიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე. რუსეთის ლიდერს ჯერ არ განუცხადებია, დაესწრება თუ არა სამიტს პირადად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯუდიტ ჰო