LIVE

მედვედევი: სანქციები შესაძლოა ომის საფუძველი გახდეს

30 ივნ 202216:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 912
მედვედევი: სანქციები შესაძლოა ომის საფუძველი გახდეს
Sputnik/Valentin Yegorshin/Pool via REUTERS

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები, გარკვეულ პირობებში, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც აგრესიის აქტი და ომის საფუძველი.

“კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ პირობებში ასეთი მტრული ქმედებები შეიძლება ასევე იყოს კვალიფიცირებული, როგორც საერთაშორისო აგრესიის აქტი და თუნდაც casus belli (ომის გამოწვევა)”, - განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ რუსეთს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.

მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ოდესღაც ლიბერალად ითვლებოდა, გახდა ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი.

რუსეთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა (5500-ზე მეტი ზომა). მან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე სანქცირებული ქვეყნების სიაში ჩრდილოეთ კორეას და ირანს გაუსწრო.

კრემლის მტკიცების მიუხედავად, რომ ერთადერთი მხარე, რომელსაც ეს ზომები შეეხება, თავად დასავლეთია, ეკონომიკის ექსპერტები და მისი პროპაგანდისტებიც კი იბრძვიან ეკონომიკის ძირითად სექტორებზე სანქციების გავლენის შესამცირებლად.