LIVE

პუტინი: თუ ნატო ფინეთსა და შვედეთში ინფრასტრუქტურას შექმნის, რუსეთი უპასუხებს

30 ივნ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1093
პუტინი: თუ ნატო ფინეთსა და შვედეთში ინფრასტრუქტურას შექმნის, რუსეთი უპასუხებს
RIA Novosti Host Photo Agency/Alexander Vilf via REUTERS

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ექნება რეაქცია, თუ ნატო განათავსებს ჯარებსა და ინფრასტრუქტურას ფინეთსა და შვედეთში სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შემდეგ.

“ჩვენ არ გვაქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორც უკრაინასთან. მათ უნდათ ნატოში გაწევრიანება, გააგრძელეთ. თუმცა, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მანამდე არანაირი საფრთხე არ არსებობდა და ახლა, თუ იქ სამხედრო კონტინგენტები და ინფრასტრუქტურა განლაგდება, მოგვიწევს პასუხის გაცემა და იგივე საფრთხეების შექმნა იმ ტერიტორიებისთვის, საიდანაც ჩვენ წინააღმდეგ მუქარა ხდება”,- განუცხადა პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას თურქმენეთის რეგიონულ ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ.

რუსეთის ლიდერის თქმით, მოსკოვის ურთიერთობა ჰელსინკთან და სტოკჰოლმთან აუცილებლად გაუარესდება ნატოში გაწევრიანების გამო.

“ჩვენ შორის ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახლა შეიძლება გარკვეული დაძაბულობა შეიქმნას. აუცილებლად ასე იქნება. ეს გარდაუვალი იქნება, თუ საფრთხე დაგვემუქრება”, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატოს წევრმა თურქეთმა მოხსნა ვეტო ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების მცდელობაზე. სამი ქვეყანა ერთმანეთის უსაფრთხოების დაცვაზე შეთანხმდა.

სკანდინავიის ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება რუსეთისა და მთლიანად ევროპისთვის შესაძლოა გადამწყვეტ მომენტად იქცეს.