LIVE

NFT-ების გაყიდვები და ფასები ბოლო პერიოდში მკვეთრად იკლებს

03 ივლ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 848
NFT-ების გაყიდვები და ფასები ბოლო პერიოდში მკვეთრად იკლებს

NFT-ების ბაზარი შეუჩერებლად მცირდება მას შემდეგ, რაც პოპულარული შეუცვლელი ტოკენების ფასები და გაყიდვები ბოლო კვირების განმავლობაში მკვეთრად იკლებს.

DappRadar-ის მიხედვით, კრიპტო ბაზარი 2021 წლის ივნისის შემდეგ ყოველთვიური $1 მილიარდიანი გაყიდვების მაჩვენებლისკენ მიემართება. მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს NFT ბაზარზე, OpenSea-ზე, გაყიდვების მოცულობა მაისის შემდეგ 75%-ით შემცირდა და 2021 ივლისის შემდეგ უდაბლეს დონეებს ეხება.

შემცირდა ყველაზე გაყიდვადი NFT-ების ფასებიც. ზოგიერთი Otherdeed-ის NFT-ის ყველაზე დაბალი ღირებულება ბოლო 30 დღის განმავლობაში 30%-ით შემცირდა, ხოლო Bored Ape Yacht Club-ის კოლექციის 33%-ით.

ამავდროულად, JPG NFT ინდექსი, რომელიც NFT პროექტებს ადევნებს თვალს, აპრილში მისი დაარსების დღიდან 70%-ზე მეტით შემცირდა.

კრიპტო სექტორის ჩაძირვის შემდეგ, რაც Terra-ს ბლოკჩეინის კოლაფსს და კრიპტო კრედიტორების შესაძლო გადახდისუუნარობას მოჰყვა, ინვესტორები კრიპტოსთან დაკავშირებულ პროექტებს ერიდებიან. ისინი იშორებენ ეთერიუმსაც, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღირებული NFT-ების შესაძენად გამოიყენება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი