LIVE

ბიტკოინის ფასი $20,000-იან ნიშნულს ისევ ჩამოსცდა

29 ივნ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 602
ბიტკოინის ფასი $20,000-იან ნიშნულს ისევ ჩამოსცდა

ბიტკოინის ფასი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში პირველად დაეცა. მონეტის ფასის კლება არამდგრადმა აღმავალმა იმპულსმა გამოიწვია, რაც ზოგი ტექნიკური ანალიტიკოსის აზრით, შემდგომ კლებას გამოიწვევს.

უმსხვილესი კრიპტოვალუტა 1.8%-ით დაეცა, სანამ დანაკარგების ნაწილს აღიდგენდა. მონეტის ფასმა ლონდონში 09:45 საათისთვის $19,991 შეადგინა. MVIS CryptoCompare Digital Assets 100 ინდექსი, რომელიც 100 ძირითად კრიპტოვალუტას ზომავს, 3.9%-ით დაეცა.

ბიტკოინის შედარებით სტაბილურმა ვაჭრობამ, $17,560-იან ნიშნულზე ჩამოსვლის შემდეგ, ანალიტიკოსებში ოპტიმიზმის საფუძველი გააჩინა, რომ მძიმედ დაზარალებული კრიპტო ბაზარი აღდგენას დაიწყებდა. თუმცა, სექტორი ცენტრალური ბანკების მიერ ლიკვიდურობის შემცირებისთვის გაწეული ძალისხმევის ფონზე, ზეწოლის ქვეშ რჩება. ამასთან, ინვესტორების განწყობაზე მოქმედებს მაღალი დონის კრიპტო რყევები, რომელსაც ბოლო დროს სერიული სახე ჰქონდა.

"ბიტკოინის ფასი შესაძლოა $12,500-დან $13,000-მდე დიაპაზონში დაეცეს, რაც საშუალოვადიანი მყიდველებისთვის არაჩვეულებრივი დროა",- განაცხადა მარკ ნიუტონმა, Fundstrat-ის ტექნიკურმა სტრატეგმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი