
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უმდიდრეს ადამიანს, Norilsk Nickel-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პოტანინს სანქციები დაუწესა.
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, პუტანინის ქონება $37,1 მილიარდს შეადგენს. მილიარდერმა აქამდე დიდწილად თავიდან აიცილა დასავლეთის სანქციები, რომლებიც დაწესდა რუსული ელიტის სხვა წევრებზე. მას სანქცია კანადამ აპრილში დაუწესა.
უცნობია, გავრცელდება თუ არა სანქციები Norilsk Nickel-ზე, რომელიც მსოფლიოში ნიკელის, პალადიუმის და სპილენძის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. პოტანინი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია და ფლობს 30%-ზე მეტს საინვესტიციო კომპანია Interros-ის მეშვეობით.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პოტანინმა იყიდა რამდენიმე ძირითადი რუსული კერძო ბანკი, მათ შორის Rosbank-ი Societe Generale-სგან.
საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ პოტანინი “აგრძელებს სიმდიდრის დაგროვებას პუტინის რეჟიმის მხარდაჭერით, Rosbank-ისა და Tinkoff Bank-ის წილების შეძენით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ”.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეკ ფარჩი