LIVE

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა

29 ივნ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 711
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი, მიწოდების გაუარესების რისკების ფონზე, გაიზარდა.

ამასთან, ევროპას შესაძლოა თხევადი ბუნებრივი აირის რუსული მიწოდების ჩანაცვლება გაუჭირდეს, რადგან აზიაში მოთხოვნა იზრდება, რაც კონკურენციას ზრდის.

Financial Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო ასევე განიხილავს ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზსადენების შეჩერებას, თუ მიწოდების მდგომარეობა გაუარესდება.

ევროპაში გაზის მოხმარების შემცირება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება რეგიონის მარაგის შევსებისა და ზამთრისთვის მოსამზადებლად. გაზის მოხმარების შემცირების აუცილებლობა ასევე გაიზრდება, თუ რუსეთი, რომელიც ევროპის უდიდესი მიმწოდებელია, მიწოდებას სანქციების საპასუხოდ კიდევ უფრო შეამცირებს. ბლოკი მარაგების 90%-ით შევსებას პირველი ნოემბრისთვის ისახავს მიზნად, ახლანდელი 57%-დან.

თუმცა, ამინდის პროგნოზები ევროპაში მზის ენერგიის მაღალ წარმოებაზე მიუთითებენ, რაც გაზის საჭიროებას შეამცირებს. პარალელურად, მთავრობები ცდილობენ ინდუსტრიებს და მოსახლეობას ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდონ.

EQT Corp-ის დირექტორმა ტობი რაისმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპას ზომიერი ამინდები დასჭირდება, რათა გაზის შემცირებული მიწოდებით ზამთარი გადაიტანოს.

ჰოლანდიის გაზის ფიუჩერსები, რომელიც ევროპული ორიენტირია, ამსტერდამში დილის 08:58 საათისთვის 1.8%-ით გაიზარდა და მეგავატ-საათზე 131.50 ევრო შეადგინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვანესა დეზემ