Morgan Stanley-ის ეკონომისტები ელიან, რომ ევროზონა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, რუსეთის მხრიდან ენერგიის მიწოდების შემცირების ფონზე, რბილ რეცესიაში გადავა.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ეკონომისტებმა, მათ შორის იენს ეიზენშმიდტმა, აღნიშნეს, რომ ეკონომიკა ორი კვარტლის განმავლობაში შემცირებას განიცდის, სანამ მომავალი წლის მეორე კვარტალში ზრდას განაახლებს. მათი თქმით, ეს ინვესტიციების ზრდით იქნება გამოწვეული.
ეკონომისტებმა პროგნოზი რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ნაკადების შემცირების ალბათობის ფონზე შეცვალეს. ასევე, ფაქტორი იყო ბიზნესისა და მომხმარებლების ენთუზიაზმის კლება მაღალი ინფლაციის ფონზე.
"პერსპექტივის ირგვლივ რისკები გაძლიერდა“,- წერენ ეიზენშმიდტი და კოლეგები.
მიუხედავად ტემპის შენელებისა, მათ განაცხადეს, რომ მაღალი ინფლაციის პირობებში ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის 0,75%-მდე ზრდას მაინც ელოდნენ, თუმცა აღიარეს, რომ სექტემბრის შემდეგ, თუ პერსპექტივა გაუარესდება, განაკვეთმა ზრდა შესაძლოა შეწყვიტოს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიმონ კენედი