LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „მთის ლუდმა“ წარმოება სამჯერ გაზარდა

29 ივნ 202211:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 72
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „მთის ლუდმა“ წარმოება სამჯერ გაზარდა

საქართველოს ბანკი ქართული წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კასპში ლუდის საწარმომ წარმოება სამჯერ გაზარდა. პროექტის ჯამური ღირებულება 300,000 ლარს შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 85,000 ლარს უტოლდება.

„მთის ლუდის“ ბრენდის ქვეშ, კომპანია ცოცხალ, გაუფილტრავ კრაფტ ლუდის წარმოებას ახორციელებს. პროდუქციის რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, კასპში, გორში, მუხრანში, ქარელში, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხორციელდება.

ფინანსური რესურსი თანამედროვე ხარისხის ინვენტარის შეძენას მოხმარდა. კომპანია თვის განმავლობაში 15-20 ტონა ლუდის წარმოებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, წარმოების გაფართოება და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა შევძელით. საწყის ეტაპზე, ყოველდღიური წარმოება 200 ლიტრს შეადგენდა. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი 600 ლიტრს აჭარბებს. ჩვენი მიზანია, მეტად გავზარდოთ წარმოება და დღეში 2 ტონა მოცულობის ლუდი გამოვხადოთ. წარმოებას ვისკიც დავამატეთ, სამომავლოდ კი, ვგეგმავთ მომხმარებელს სხვა სახეობის ლუდიც შევთავაზოთ“, - აცხადებს ზურაბ თეზიაშვილი, საწარმოს ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი, მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. 

(R)