LIVE

Red Bull Racing-ი პირველ £5 მილიონიან ჰიპერქარს აწარმოებს

28 ივნ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 587
Red Bull Racing-ი პირველ £5 მილიონიან ჰიპერქარს აწარმოებს

გაერთიანებული სამეფოს საავტომობილო ინდუსტრიამ იშვიათი გამარჯვება მოიპოვა მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-ის კომპანია Red Bull Racing-მა განაცხადა, რომ პირველ სერიულ მანქანას აწარმოებს.

Red Bull Racing-ი £5 მილიონიანი, 1100 ცხენის ძალის მქონე ჰიბრიდული მანქანის, RB17-ის აწყობას 2025 წლიდან ინგლისში დაიწყებს. წარმოება, რომელიც 50 ერთეულით შემოიფარგლება, 100 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

ნაბიჯი კარგი ამბავია დიდი ბრიტანეთის ინდუსტრიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ავტომწარმოებლებმა, მათ შორის Honda Motor-მა, Brexit-ის გამო ქვეყანაში ოპერაციები შეამცირეს. ის ასევე ხელს შეუწყობს ინდუსტრიის ბატარეაზე მომუშავე ავტომობილებზე გადასვლას.

ახალ მოდელს ადრიან ნიუი, ფორმულა 1-ის გუნდის ტექნოლოგიების უფროსი შექმნის, რომელმაც Aston Martin-თან კოლაბორაციაში Valkyrie-ს ჰიპერქარი შექმნა.

„RB17 პირველი ავტომობილია Red Bull-ის ბრენდით, რომელიც კოლექციონერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა Red Bull Racing-ის დირექტორმა.

RB17-ის მყიდველები ასევე მიიღებენ წვდომას Red Bull Racing-ის სიმულატორებზე, ავტოდრომის ტრენინგებსა და გამოცდილებაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტ ვიკრამ ფილპი