LIVE

ტექნიკური ინდიკატორების მიხედვით, შესაძლოა, ბიტკოინმა ვარდნა უკვე დაასრულა

28 ივნ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 795
ტექნიკური ინდიკატორების მიხედვით, შესაძლოა, ბიტკოინმა ვარდნა უკვე დაასრულა

ტექნიკური ინდიკატორების მიხედვით, ბიტკოინმა ვარდნა შესაძლოა უკვე დაასრულა.

იმპულსის საზომები და ოფციონების ფსონების ანალიზი მიუთითებს, რომ გაყიდვის ზეწოლა შემცირებისკენ მიდის, ხოლო კრიპტოვალუტის შესაძლო ვაჭრობის დიაპაზონი $20,000-დან $25,000-მდე ნიშნულშია. თუმცა, კრიპტოვალუტების ცვალებადი ბუნება გასათვალისწინებელი რჩება.

უმსხვილესი კრიპტოვალუტა ნოემბრის რეკორდიდან 70%-მდე შემცირდა და დღეს $20,975-ად ივაჭრება. მიმდინარე თვის დასაწყისში მისი ფასი $18,000-მდე დაეცა, სანამ საყურადღებო $20,000-იან ნიშნულს ისევ გადალახავდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ, სპეკულაციურმა აურზაურმა და ციფრული აქტივების პროექტების ჩამოშლამ კრიპტოვალუტებში 2022 წელს ფართო რღვევა გამოიწვია. თუმცა, გლობალურ ბაზრებზე ნეგატიური განწყობები შესუსტებისკენ მიდის. გაჩნდა იმედი, რომ ფასების ზეწოლამ, რომელიც საპროცენტო განაკვეთების ზრდას იწვევს, შესაძლოა პიკს უკვე მიაღწია.

ამასთან, Glassnode-ის მიხედვით, ბიტკოინის წარსული გაკვეთილები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ფასის ვარდნა ისტორიულ დაბალ ნიშნულთან ახლოსაა.

ფართოდ გავრცელებული DeMark-ის ტექნიკური ინდიკატორი, ასევე ვარაუდობს, რომ ბიტკოინის ვარდნის ძირითადი ნაწილი უკან მოვიტოვეთ. აღსანიშნავია, რომ წარსულში DeMark-ის კვლევებმა ბიტკოინის ფასის ტენდენციებში ცვლილებები წარმატებით გამოავლინა.

კიდევ ერთი იმპულსის ინდიკატორი, რომელიც ფარდობითი სიძლიერის ინდექსის სახელითაა ცნობილი, ასევე ვარაუდობს, რომ ბიტკოინის ვარდნა შეჩერდება. ინდექსი "გადაჭარბებული გაყიდვის" ზონაში  ყოველკვირეულად ეცემა, 2018 წელს, როცა საზომმა გადაჭარბებული გაყიდვა დააფიქსირა, ციფრულმა მონეტამ ძლიერი ზრდა დაიწყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აკშაი ჩინჩალკარი