LIVE

შვეიცარიის თქმით, რუსები ჟენევას ჯაშუშობისთვის "ცხელ წერტილად" იყენებენ

28 ივნ 202210:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 873
შვეიცარიის თქმით, რუსები ჟენევას ჯაშუშობისთვის "ცხელ წერტილად" იყენებენ

შვეიცარიის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, ჟენევა საერთაშორისო ჯაშუშობის ცხელ წერტილად რჩება, იქ მოქმედი რუსი აგენტების რაოდენობა კი შესაძლოა ამჟამად არსებული რამდენიმე ათეულიდან კიდევ გაიზარდოს.

„ბოლო დროს ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ რუსი დაზვერვის ოფიცრები გააძევა, რამაც შესაძლოა რუსული სამსახურები აიძულოს თავიანთი ძალები ისეთ სახელმწიფოებში განათავსოს, რომლებსაც მსგავსი ზომები არ მიუღიათ, როგორიც შვეიცარიაა",- განაცხადა შვეიცარიის ფედერალური დაზვერვის სამსახურმა.

ტრადიციულად ნეიტრალურ შვეიცარიასა და რუსეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბერნმა თებერვალში გადაწყვიტა სრულად მიეღო ევროკავშირის სანქციები, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესდა. შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნაციო კასისმა მაისში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ დაკარგა სანდოობა, როგორც დიპლომატიის ცენტრმა. კასისის თქმით, შვეიცარიამ აჩვენა რომელ ღირებულებებს იცავს და სად სურს ხაზის გავლება.

კრისტიან დიუსი, რომელიც 2000 წლიდან 2004 წლამდე მოსკოვში შვეიცარიელი დიპლომატის სტატუსით იმყოფებოდა, საკითხს ორშაბათს Tages-Anzeiger-თან ინტერვიუში გამოეხმაურა.

”ჟენევა შვეიცარიაში ჯაშუშური საქმიანობის ცენტრად რჩება და ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ათეული ოფიცერი იქ რუსეთის დიპლომატიურ და საკონსულო მისიებში მუშაობს”,- აღნიშნა მან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰუგო მილერი