LIVE

დავითაშვილი ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემის შესვლას ადასტურებს

27 ივნ 202212:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 808
დავითაშვილი ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემის შესვლას ადასტურებს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბათუმში სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემი შევიდა. თუმცა, როგორც ის განმარტავს, საბაჟო ორგანოებს მიღებასთან დაკავშირებით თანხმობა არ გაუციათ და სანქცირებული ტვირთი საქართველოში ვერ მოხვდება.

"დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებული კომპანიისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ. საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების გვერდის ავლის ან დარღვევის არ ყიფილა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

სურვილი ერთია, რომ ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანის, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და დღეს საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. საბაჟოს თანხმობის გარეშე, ეს ტვირთი საქართველოში და საქართველოს საბაჟო სივრცეში ვერ მოხვდება",- განაცხადა დავითაშვილმა.