LIVE

Der Spiegel: გერმანია Nord Stream 2-ის მილსადენის ნაწილის ექსპროპრიაციას განიხილავს

24 ივნ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 560
Der Spiegel: გერმანია Nord Stream 2-ის მილსადენის ნაწილის ექსპროპრიაციას განიხილავს
REUTERS/Hannibal Hanschke

გერმანიის მთავრობა განიხილავს, Nord Stream 2-ის მილსადენები ბალტიის ზღვის სანაპიროზე თხევადი ბუნებრივი გაზის (NLG) ტერმინალთან კავშირისთვის გამოიყენოს.

Der Spiegel-ი იტყობინება, რომ გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს გერმანიის მიწაზე მდებარე მილსადენის სისტემის ნაწილის ექსპროპრიაციას და მილსადენის დანარჩენი ნაწილისგან გამოთიშვას. 

Gazprom-მა გასული წლის ბოლოს დაასრულა Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც გააორმაგებდა რუსული გაზის პირდაპირ მიწოდებას გერმანიაში, მაგრამ ის არასოდეს გამოუყენებიათ. გერმანიამ პროექტის სერტიფიცირების პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში შეაჩერა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის არ ამოქმედდება მას შემდეგ, რაც მოსკოვთან ურთიერთობა გაწყდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე.

რუსეთიდან ბუნებრივი აირის ნაკადი კვირების განმავლობაში მცირდება და გერმანია, რომელიც ითვალისწინებს ენერგიის დეფიციტის რისკს, ეძებს ალტერნატივებს თხევადი ბუნებრივი აირის ყიდვის გზით.

მიწოდების შემცირების გამო გერმანიის მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში ე.წ. განგაშის რეჟიმი აამოქმედა, რაც გაზით მომარაგების სფეროში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ხდება. ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის წინაშე დგას ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის ენერგიის ამოწურვის უპრეცედენტო პერსპექტივა.

გერმანიამ დაიქირავა ოთხი სპეციალიზებული გადამზიდავი, ე.წ. FSRUs, რათა შეძლონ LNG-ის მიწოდება ზღვიდან სახმელეთო მილსადენების სისტემებში.

აღმოსავლეთ და სამხრეთ გერმანია განსაკუთრებით დამოკიდებულია რუსული მილსადენის გაზზე და ისარგებლებს დივერსიფიკაციით.

ხმელეთზე არსებული მილსადენები, რომელთა მეშვეობით Nord Stream 2-ის გაზის ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო, შეიძლება ხელახლა დაპროექტდეს.