LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სოფელ კარალეთში 7 ჰექტარზე აგრომეურნეობა მოეწყო

24 ივნ 202210:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 545
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სოფელ კარალეთში 7 ჰექტარზე აგრომეურნეობა მოეწყო

საქართველოს ბანკი რეგიონში აგროპროექტების განხორციელების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, გორის რაიონის სოფელ კარალეთში 7 ჰექტარზე აგრომეურნეობა გაშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 200 000 ლარია. ბანკის წილი კი 60 000 ლარს შეადგენს.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კარალეთში, ღია გრუნტზე, სათბურის მეთოდით მოგვყავს ჩერისა და ჰოლანდიური მამსტონის ჯიშის 1 000 ტონამდე პომიდორი. მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვახდენთ, თუმცა გეგმაში გვაქვს ექსპორტზე გასვლა მეზობელ ქვეყნებში. ამას გარდა, კვლავ ბანკის მხარდაჭერით, 211 000 ძირ ხილსა და კენკრას ვაწარმოებთ. უფრო კონკრეტულად კი ბლის, ნუშისა და ჟოლო ნერგებს. საერთო ჯამში, ამ პროექტის ჯამური მოცულობა 200 000 ლარია, ხოლო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 70 000 ლარს შეადგენს“, - აცხადებს მცირე მეწარმე იოსებ ფარეხელაშვილი.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სოფელ კარალეთში 7 ჰექტარზე აგრომეურნეობის მოწყობაში. მცირე მეწარმემ ასევე შეძლო ჩვენთან პარტნიორობით გაეშენებინა ჟოლოს ბაღი, სადაც 1.5 ჰექტარზე, ღია გრუნტზე მოჰყავს 4 ტონამდე მოსავალი. მის რეალიზაციას კი ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. მცირე მეწარმეს უკვე დასაქმებული ჰყავს 30 ადამიანი და ბიზნესის გაზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

(R)