LIVE

Airbnb ყველაზე "გიჟური" დასარჩენი ადგილების შესაქმნელად $10 მილიონს გასცემს

26 ივნ 202212:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 982
Airbnb ყველაზე "გიჟური" დასარჩენი ადგილების შესაქმნელად $10 მილიონს გასცემს
Airbnb

ამერიკული კომპანია Airbnb დედამიწაზე ყველაზე უცნაური და უნიკალური ღამის გასათევი ადგილების შესაქმნელად $10-მილიონიან ფონდს ქმნის. 

სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, კომპანია 100 ადამიანს შეარჩევს და მათ იდეის განსახორციელებლად $100 000 გადასცემს. პროექტებში გათვალისწინებული უნდა იყოს გარემო და სამუშაოები 2023 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. 

წარდგენილ პროექტებს შეაფასებს ჟიური, რომელთა შორის არიან ამერიკელი დიზაინერი აირის აფფელი და სიდნეიში მოღვაწე არქიტექტორი კოიჩი ტაკადა. 

გასულ თვეს Airbnb-მა შეცვალა საიტის დიზაინი იმისათვის, რომ ვიზიტორებს ორიგინალური დასარჩენი ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სახლების შექმნას, როგორიცაა აიდაჰოში მდებარე Big Idaho Potato Hotel, რომელიც გარედან გიგანტურ კარტოფილს ჰგავს, შიგნით კი ბუხრით აღჭურვილი მყუდრო საცხოვრებელია.

გაძვირებული ბილეთებისა და გაუქმებული რეისების მიუხედავად, Airbnb და მისი კონკურენტები, Expedia Group და Booking Holdings მოელიან, რომ ეს ზაფხული იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას ოდესმე ჰქონია.

Airbnb-ის განცხადებით, უნიკალურ ადგილებზე მოთხოვნა გაზრდილია. 2019-დან 2021 წლამდე ასეთი ადგილების ჯავშნების რიცხვი 49%-ით გაიზარდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარტინ პარისი