LIVE

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

23 ივნ 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 669
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9355 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9326 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.29 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0840 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0857 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.