LIVE

ნიდერლანდებმა შესაძლოა სახლიდან მუშაობა კანონიერ უფლებად აქციოს

26 ივნ 202211:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 633
ნიდერლანდებმა შესაძლოა სახლიდან მუშაობა კანონიერ უფლებად აქციოს
Chris Ratcliffe/Bloomberg

ორი ნიდერლანდელი დეპუტატის ინიციატივით, შესაძლოა სახლიდან მუშაობა კანონიერ უფლებად იქცეს. ეს ნიდერლანდებს ერთ-ერთ პირველ ქვეყნად აქცევს, რომელიც უზრუნველყოფს დისტანციურ მუშაობას საკანონმდებლო დონეზე.

კანონპროექტს სტივენ ვან ვეიენბერგი და სენა მაატუგი წარადგენენ

“ჩვენ გვაქვს მწვანე შუქი ახალი კანონისთვის იმ მხარდაჭერის წყალობით, რომელიც მივიღეთ როგორც დასაქმებულთა, ისე დამსაქმებელთა პროფკავშირებისგან”, - განაცხადა ვეიენბერგმა. 

პანდემიამ მუშაობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა გამოიწვია და ბევრ დასაქმებულს სურს, შეინარჩუნოს გარკვეული მოქნილობა. თუმცა, რამდენადაც კომპანიები ცდილობენ უპასუხონ მზარდ მოთხოვნას პანდემიის დასუსტებასთან ერთად, ეს თემა სულ უფრო საკამათო ხდება.

მიმდინარე თვის დასაწყისში, Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა კომპანიის თანამშრომლებს ულტიმატუმი წაუყენა: ან დაბრუნდით ოფისში ან წადით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დიდერიკ ბააზილი