LIVE

მასკი: დისტანციურად მუშაობა მისაღები აღარაა

01 ივნ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 884
მასკი: დისტანციურად მუშაობა მისაღები აღარაა

ილონ მასკმა, რომელიც Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორია, ოთხშაბათს Twitter-ზე თანამშრომლების ოფისში დაბრუნების შესახებ დაწერა. მათ შორის იმ იმეილის შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, მან ელექტრომობილების მწარმოებლის აღმასრულებელ პერსონალს გაუგზავნა.

იმეილში სათაურით "დისტანციური მუშაობა მისაღები აღარ არის" მასკმა დაწერა, რომ ვისაც დისტანციურად მუშაობა სურს, ოფისში კვირაში მინიმუმ 40 საათი უნდა გაატაროს ან Tesla დატოვოს.

მიუხედავად იმისა, რომ მასკს არ დაუკონკრეტებია არის თუ არა იმეილი ავთენტური, მილიარდერმა მიანიშნა, რომ ასეა, როცა ერთ-ერთ მიმდევარს უპასუხა კითხვაზე სამსახურში სიარული მოძველებული კონცეფცია ხომ არ არის. მასკის თქმით, სჯობს სხვაგან ითვალთმაქცონ, რომ თითქოს მუშაობენ.

წერილში ქარხნის მუშებზე მითითება ასევე საინტერესოა Tesla-ს შანხაის ქარხანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით.

ქარხანაში ათასობით მუშა ჩაკეტილი იყო თვეების განმავლობაში, სადაც კვირაში 6 დღე 12-საათიანი ცვლებით მუშაობდნენ. ამ დრომდე ბევრს ქარხნის იატაკზე ეძინა, რაც წარმოების დახურული სისტემის ნაწილი იყო, რომელიც Covid-ის თავიდან აცილებას და მანქანების უწყვეტ გამოშვებას ემსახურებოდა.

მუშები ახლა ობიექტსა და იმპროვიზებულ საერთო საცხოვრებლებში საძილე ოთახებს შორის გადაადგილდებიან, სადაც საწოლებს იზიარებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატრინა ნიკოლასი