
ბიტკოინის ფასმა დღევანდელ ვაჭრობაში ვარდნა განაახლა. უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი აქციების ბაზრების შესუსტებასთან და გლობალური რეცესიის შესახებ შეშფოთების ზრდასთან ერთად იკლებს.
ციფრული ვალუტის ფასი 4.3%-ით შემცირდა და $19,947 შეადგინა. ეთერიუმი 5%-ით, $1,066.02-მდე დაეცა. თუმცა, Shiba Inu, საბაზრო კაპიტალიზაციით მე-14 უმსხვილესი კრიპტოვალუტა, ბოლო 24 საათში 14%-ით გაიზარდა.
კრიპტოვალუტები ბოლო თვეების განმავლობაში აქციების ბაზრების მიმართულებით მოძრაობენ. გამონაკლისი არც დღევანდელი ვაჭრობა ყოფილა, რადგან ინვესტორები, ეკონომიკის შემცირების მოლოდინების გამო, რისკის შემცველი აქტივებისგან დისტანცირდებიან. ბიტკოინის ფასი, როგორც ჩანს, დაახლოებით $20,000-იან დონეზე კონსოლიდირდება, როგორც ეს მაისში მოხდა $30,000-იანი ნიშნულისთვის.
Informa Global Markets-ი აღნიშნავს, რომ $20,000-იანი დონის ქვემოთ ჩამოსვლა მას შემდეგ მოხდა, რაც რისკის შესახებ სენტიმენტები დასტაბილურდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი