LIVE

დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ მაისში 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

22 ივნ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 552
დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ მაისში 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ მაისში 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 9.1%-მდე დაჩქარდა წინა თვის 9%-დან. რეკორდული ინფლაცია, საწვავითა და ელექტროენერგიით დაწყებული, საკვებითა და სასმელებით დამთავრებული, ყველაფრის ღირებულების ფართო ზრდას მოჰყვა.

საცალო ფასები მოსალოდნელზე მეტად, 11.7%-მდე გაიზარდა. ასევე, დაფიქსირდა ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების ნიშნები საბითუმო დონეზეც. ყველაზე მეტად გაიზარდა ნედლეულის ფასები.

მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტემპი წინა თვეებთან შედარებით ნაკლებია, მონაცემები ხაზს უსვამს ინფლაციის კრიზისს, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთია. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება ენერგიის ფასების კიდევ გაძვირდებით, რაც მიმდინარე წლის ბოლოს მოხდება. ინგლისის ბანკი პროგნოზირებს, რომ ფასების ზრდა ოქტომბერში 11%-ს გადააჭარბებს.

ინფლაციის ზრდა ძირითადად განპირობებულია საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებით. ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ელექტროენერგიის, გაზის და სხვა ტიპის საწვავების გაძვირებამ.

ქარხნული საქონელი 15.7%-მდე გაძვირდა წინა წლის მაჩვენებლიდან, რაც 1977 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს.

ნედლეულის ფასები 22.1%-ით გაიზარდა, რაც ასევე აჭარბებს პროგნოზებს და 1985 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზრდაა.

ინფლაციის მაჩვენებლები ცენტრალური ბანკისა და პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობისთვის მშფოთვარე ზაფხულის ფონს ქმნის. 

მონეტარული პოლიტიკის შემქმნელებმა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უკვე ხუთჯერ ზედიზედ გამოაცხადეს. ბაზრები ფსონების განაკვეთის გაორმაგებაზე დებენ და ვარაუდობენ, რომ სესხის აღების ხარჯები წლის ბოლომდე 3%-ს მიაღწევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დეივიდ გუდმენი